Tag Archives: გადაწევისას

ფიშერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერის სიმპტომი – (Th.  Fischer,   ინგლ.  ექიმი)   1. სისტოლური შუილი ან მსტვინავი ხიხინები, რომელიც მოისმინება გულმკერდზე ავადმყოფის თავის მაქსიმალურად უკან გადაწევისას; ნიშანია გულმკერდშიგა ლიმფური კვაძების გადიდებისა და მათ მიერ მსხვილ სისხლძარღვებზე და ჰაერგამტარ გზებზე ზემოქმედებისა; 2. პრესისტოლური შუილი, რომელიც მოისმინება შეხორცებითი პერიკარდიტის დროს გულზე ზეწოლით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

რეანიმაციული პათოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეანიმაციული პათოლოგია – ტრავმული და არატრავმული გართულებები, რომლებიც წარმოიქმნება ტერმინალური მდოგმარეობების რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის დროს. ზოგჯერ რეანიმაციული პათოლოგია ხდება სიკვდილის უშუალო მიზეზი, ძირითადი დაავადების უკანა პლანზე გადაწევისას, რომელიც იყო მიზეზი რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის ჩატარებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა