Tag Archives: ზეწოლით

რადიკულური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რადიკულური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ტვინის ფესვის დაზიანებით და გამჭოლი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა ფესვის ინერვაციის დისტალურ ზონაში, ინერვაციის არეში მგრძნობელობის დაქვეითებით, მყესის რეფლექსების დათრგუნვით, ფესვის მიერ ინერვირებული კუნთის სისუსტითა და ატროფიით. შესაძლებელია გამოწვეული იყოს ზეწოლით (სიმსივნე, დისკის თიაქარი), ანთებითი პროცესით (მენინგორადიკულიტის დროს), იშემიით, ტრავმით.

Read More

პლეშის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლეშის სინდრომი – ფუნქციური სინჯი ღვიძლზე ზეწოლით. ღვიძლზე ხელის დაჭერით იქიდან იდევნება სისხლი ღრუ ვენაში. ავადმყოფს პირი გაღებული აქვს, ერთდროულად ივსება და იბერება საუღლე ვენა, ჯანმრთელებში ეს უკანასკნელი სუსტადაა გამოხატული და პულსის რამდენიმე დარტყმისშემდეგ ქრება. გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის დროს ვენების დაბერვა მკაფიოდაა გამოხატული და დიდხანს რჩება. [“3”]

Read More