Tag Archives: ზუსტდება

ტუბერკულომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბერკულომა – ხაჭოსებრი ინკაფსულირებადი ნეკროზი ფილტვებში, იშვიათად – თირკმელებში და სხვა შინაგან ორგანოებში მეორადი ტუბერკულოზის დროს. ფილტვებში ტუბერკულომა შესაძლებელია მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, გამწვავებისას ვლინდება ხველით, სისხლიანი ხველით, ინტოქსიკაციით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიური კვლევით, მიკობაქტერიის გამოვლენით ნახველში. მკურნალობა – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებები, ხოლო უეფექტობისას ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ტროქანტერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროქანტერიტი – ბარძაყის ძვლის დიდი ციბრუტის ანთება, ხშირად ტუბერკულოზური წარმოშობისა. ვლინდება ტკივილით, რომელიც ძლიერდება ბარძაყის განზიდვისას, ბარძაყის ზედა გარეთა მესამედის შეშუპებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად. მკურნალობა – კიდურის იმობილიზაცია; ტუბერკულოზური წარმოშობის დროს  – ანტიტუბერკულოზური საშუალებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა