Tag Archives: თავბრუსხვევის

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

სინდრომი ვესტიბულური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდრომი ვესტიბულური – თავბრუსხვევის, ნისტაგმის, გულისრევის, ღებინების, გულ – სისლძარღვოვანი და სხვა დარღვევების შერწყმა, ვესტიბულური აპარატის დაზიანებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოსტკომოციური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტკომოციური სინდრომი – 1. (ლათ. post შემდეგ + commotio შერყევა) გამაღიზიანებელი სისუსტის, ფიზიკური და ფსიქიკური გამოფიტვის, თავის ტკივილების, ვეგეტატიური დარღვევების (ოფლიანობა, სიხლძარღვოვანი დარღვევები), თავბრუსხვევის და სხვ. შერწყმა, რომელიც წარმოიქმნება ქალა – ტვინის დახურული ტრავმიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. 2. პოსტკომოციური სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება

Read More

ლერმუაიეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლერმუაიეს სინდრომი – (М. Е. J. Lermoyez) მენიერის დაავადების ფორმა ათეროსკლეროზით დაავადებულებში; ხასიათდება სმენის დაქვეითებითა და მტანჯველი ხმაურით ყურებში, ასევე თავბრუსხვევის შეტევებით, რომელთა დროსაც სმენის დარღვევა მცირდება, ან სრულიად ქრება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა