Tag Archives: თევზის

პროტამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება.

Read More

ნატრიუმქლორიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნატრიუმქლორიდი – ქლორიანი ნატრიუმი, სუფრის მარილი, უფერული კრისტალები, სიმკვრივე 2161 კგ/მ3, tდნ 801°C, ბუნებაში გავრცელებულია ქვამარილის სახით. ნატრიუმქლორიდი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია, იყენებენ ხორცის, თევზისა და სხვ. დასაკონსერვებლად, საქონლის საკვებისათვის. ნატრიუმქლორიდი ქიმ. ნედლეულის ერთ – ერთი მთავარი სახეა, მისგან ღებულობენ ნატრიუმის ჰიდროჟანგს, ქლორს, სოდას, ნატრიუმსულფატს და სხვ. [“1”]

Read More