Tag Archives: თევზის

ქრონიკული კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება, ჩვეულებრივ ვითარდება ინფექციური და პარაზიტული ბუნების დაზიანებისას, აგრეთვე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. (იხ.). ზოგჯერ დაზიანება შეიძლება შემოიფარგლოს მსხვილი ნაწლავის გარკვეული უბნებით (სიგმოიდიტი, პროქტიტი). ქრონიკული კოლიტი ხშირად ერევათ ნაწლავების ფუნქციონალურ დარღვევებში (მაგალითად ჩვეულებრივი შეკრულობები). მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაზიანების ერთერთი მიზეზია ინტოქსიკაცია,

Read More

საყლაპავის პერფორაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის პერფორაცია – (ქირურგ.) ვითარდება ბასრი საგნების (თევზის ფხები, კბილის პროთეზები და სხ.) გადაყლაპვის შედეგად, წარუმატებელი ოპერაციების (ეზოფაგოსკოპიები, უცხო სხეული ამოღების მცდელობა) დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. საყლაპავის კედლის მთლიანობის დარღვევისთანავე ვითარდება მკვეთრი ტკივილები მკერდის ძვლის უკან და ზურგში, ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა, აღინიშნება ღებინების შეგრძნება, ყლაპვის გაძნელება და მტკივნეულობა.

Read More

პროტამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება.

Read More

ნატრიუმქლორიდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნატრიუმქლორიდი – ქლორიანი ნატრიუმი, სუფრის მარილი, უფერული კრისტალები, სიმკვრივე 2161 კგ/მ3, tდნ 801°C, ბუნებაში გავრცელებულია ქვამარილის სახით. ნატრიუმქლორიდი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია, იყენებენ ხორცის, თევზისა და სხვ. დასაკონსერვებლად, საქონლის საკვებისათვის. ნატრიუმქლორიდი ქიმ. ნედლეულის ერთ – ერთი მთავარი სახეა, მისგან ღებულობენ ნატრიუმის ჰიდროჟანგს, ქლორს, სოდას, ნატრიუმსულფატს და სხვ. [“1”]

Read More

კლონორქოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლონორქოზი – ჰელმინთოზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქოლანგიტის, ჰეპატიტის ან პანკრეტიტის განვითარება; ვითარდება საკვებად დაინფიცირებული თევზის გამოყენების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა