Tag Archives: ყურყური

ქრონიკული კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება, ჩვეულებრივ ვითარდება ინფექციური და პარაზიტული ბუნების დაზიანებისას, აგრეთვე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. (იხ.). ზოგჯერ დაზიანება შეიძლება შემოიფარგლოს მსხვილი ნაწლავის გარკვეული უბნებით (სიგმოიდიტი, პროქტიტი). ქრონიკული კოლიტი ხშირად ერევათ ნაწლავების ფუნქციონალურ დარღვევებში (მაგალითად ჩვეულებრივი შეკრულობები). მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაზიანების ერთერთი მიზეზია ინტოქსიკაცია,

Read More

მურის სინდრომი

მურის სინდრომი – აბდომინური შაკიკი, მუცლის შაკიკი, მუცლის ეპილეფსია. ნაწლავის შეტევითი გაძლიერებული მოტორიკა თავის ტვინის გაღიზიანების შედეგად. ნიშნები: პაროქსიზმული გაფანტული ტკივილი მუცელში. პროდრომულ პერიოდში გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სიფერმკრთალე, ყურყური მუცელში, შეტევის დროს მუცლის კუნთების კლონური შეკუმშვა. შეტევის შემდეგ ძილიანობა, დამტვრეულობა. ელექტროენცეფალოგრამაზე ცერებრული დიზრიტმია. [“3”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი