Tag Archives: თესლი

არომატული მცენარეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი არომატული მცენარეები – სურნელოვანი ეთერზეთოვანი მცენარეები. არომატული მცენარეები ან მათი ცალკეული ორგანო (ყვავილი, თესლი, ნაყოფი, ფოთოლი და სხვ.) შეიცავს ეთეროვან ზეთებს, რომლებსაც მრეწველობასა და მედიცინაში იყენებენ. [“1”] გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

აგამოსპერმია

აგამოსპერმია – (agamospermia ბერძნ.a – უარყოფა, იხ.გამეტები და sperma, spermatos – თესლი) სქესობრივი გამრავლების გამარტივებული მეთოდი მდედრობითი გამეტების განვითარების საფუძველზე, რომლის პროცესში განაყოფიერება არ ხდება. მამრობითი გამეტები ამ პროცესში მხოლოდ ზიგოტის დაყოფის სტიმულატორების როლს ასრულებენ. იხ.პართენოგენეზი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)