Tag Archives: გავლის

ტელეკონფერენცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტელეკონფერენცია – მოცემულ თემაზე ურთიერთობის მეთოდი ელექტრონული არხების კავშირებით. ყველაზე მეტად აქტუალურია ინტერნეტით ტელეკონფერენციები. არსებობს რაიმე ტელეკონფერენციაზე ელექტრონული ხელმოწერის შესაძლებლობა. საკუთარი შეტყობინების გაგზავნა ტელეკონფერენციაზე ხორციელდება საკუთარი კვანძით, სადაც მითითებულია ტელეკონფერენციის დასახელება და დროის რაღაცა პერიოდის გავლის შემდგომ  მის წაკითხვას შეძლებს ტელეკონფერენციის ყველა ხელმომწერი. 1. ტელეკონფერენცია – (ინტ.)

Read More

სპერმატიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატიდები – (spermatidia ბერძნ. sperma  –  თესლი და eidos  –  მსგავსი) განვითარებადი მამრობითი სასქესო  უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან პრესპერმატიდებისაგან მომწიფების შედეგად. ჩამოყალიბების პერიოდის გავლის შემდგე სპერმატიდები შემდგომი გაყოფის გარეშე გადაიქცევა მომწიფებულ მამრობით სასქესო უჯრედებად  –  სპერმატოზოიდებად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More