Tag Archives: თვალებში

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

სინათლისმიერი ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინათლისმიერი ოფთალმია – კონიუნქტივის, რქოვანას და ბადურა გარსის  დამწვრობა თვალზე ძალიან კაშკაშა სინათლის ზემოქმედებით. სიმპტომები. 6 – 8 საათის შემდეგ სინათლის მოქმედების შემდეგ ვლინდება მწვავე ტკივილი თვალებში, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა. კონიუნქტივა ჰიპერემიულია და რამდენადმე შეშუპებულია, ზოგჯერ ვლინდება პერიკორნეალური ინიექცია. რქოვანა დაბინდულია. გუგები შევიწროვებულია, რეაქცია სინათლეზე დუნეა. ბადურა გარსის

Read More

პოსტურალურიტაქიკარდია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტურალურიტაქიკარდია – სინდრომი, რომელიც ხასიათდება გულის რიტმის გახშირებით წუთ. – ში 30 დარტყმაზე მეტად (ჩვეულებრივ წუთში 120 დარტყმა) წამოდგომისას და რიტმის გაიშვიათებით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას. აღინიშნება ახალგაზრდა და საშუალო ასაკში, ხშირია ქალებში; მიმდინარეობს თავბრუსხვევით, თვალებში დაბნელებით, გულის ფრიალით, სუნთქვის გაძნელებით, შემცივნებით. სინდრომის მიზეზი შესაძლოა იყოს პოლინევროპათიები, რომელიც

Read More

ოჯახური ამილოიდური ნევროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოჯახური ამილოიდური ნევროპათია – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომლებიც გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ხასიათდება ამილოიდის ჩალაგებით პერიფერიულ ნერვებსა და სხვა ქსოვილებში. დაავადების I ტიპი ვლინდება სიცოცხლის 3 – 4 ათწლეულში ქვედა კიდურების დისტალური ნაწილებში მგრძნობელობის დარღვევითა და ტკივილებით, ორთოსტატიკური ჰიპოტენზიით, იმპოტენციით, ოფლის, შარდის გამოყოფის დარღვევით და

Read More

კოპიოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოპიოპია – (copiopia; ბერძ. kopos დაღლა + cps, opos თვალი) დაღლილობისა და თვალებში მჭრელი ტკივილის, თავში სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება მხედველობის ფიქსაციის დროს რაიმე ობიექტზე; აღინიშნება მაგ. ნევრასთენიის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა