Tag Archives: თირკმელი

სისტემური ამილოიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისტემური ამილოიდოზი – (a. systemica; სინ.: აბერკრომბრის სინდრომი, გენერალიზებული ამილოიდოზი,  გავრცელებული ამილოიდოზი)ამილოიდოზი, რომელიც ხასიათდება ამილოიდის ერთდროული ჩალაგებით ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებში და ქსოვილებში; განსაკუთრებით ხშირად ზიანდება ელენთა, თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვლები, ღვიძლი, ნაწლავები, გული. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რენოგრაფია რადიოიზოტოპური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენოგრაფია რადიოიზოტოპური – (ლათ. Ren თირკმელი + grapho წერა, გამოსახვა) თირკმელების ფუნქციის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს რადიაქტიური ნივთიერების შემცველობის უწყვეტ გრაფიკულ რეგისტრაციაში ცალკ – ცალკე, თითოეულ თირკმელში, მისი ინტრავენურად შეყვანის შემდეგ. რადიაქტიული ნივთიერებად გამოყენებულია რადიოფარმაცევტული პრეპარატები; მათი გამოყოფის  სიჩქარე  წარმოდგენას გვაძლევს ასევე საშარდე გზების მდგომარეობაზე. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

რენო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენო – (ლათ.  ren თირკმელი) რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ,,თირკმელთან დაკავშირებულს“. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პნევმორენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმორენი – (ბერძ. Pneuma ჰაერი + ლათ. Ren თირკმელი; სინ.: პნევმოპერიონეფროსი) თირკმლის ირგვლივი სივრცის აირით გავსება. მიმართავენ დიაგნოსტიკური მიზნით (დოაგნოსტიკური პნევმორენი), იშვიათად პნევმორენი შესაძლოა განვითარდეს ზოგიერთი პათოლოგიური პროცესის, მაგ. თირკმლის ირგვლივი უჯრედისის ანაერობული ინფექციის, თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციის დროს (პათოლოგიური პნევმორენი) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ოსტეოპათია ნეფროგენური

ოსტეოპათია ნეფროგენური – (ბერძ. Osteon ძვალი + pathos ტანჯვა, ავადყოფობა; nephros თირკმელი + gennao წარმოშობა; სინ.: ნეფროგენური ოსტეოდისტროფია, ურემიული, აზოტემიური ოსტეოპენია)ჩონჩხის დიფუზური დაზიანება თირკმელების უკმარისობისა და ტუბულოპათიების დროს, განპირობებული კალციუმ – ფოსფოროვანი ცვლის დარღვევებით. ნეფროგენული ოსტეოპათიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე თანდაყოლილი და შეძენილი ტუბულოპათიები. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს ნეფროგენული ოსტეოპათია კლინიკურად ვლინდება

Read More