Tag Archives: თირკმელი
გლუტამინაზა
განმარტებითი ლექსიკონი გლუტამინაზა – თირკმლებში არსებული ფერმენტი; აკატალიზებს გლუტამინის (ამინომჟავის) დაშლას,რომლის შედეგად წარმოიქმნება ამიაკი და გლუტამინის მჟავა.ეს არის შარდოვანას წარმოქმნის ერთ-ერთი ეტაპი.
გლომერულიტი
განმარტებითი ლექსიკონი გლომერულიტი – თირკმლების მწვავე ან ქრონიკული დაავადების დროს გორგლების ფუნქციონირების ნებისმიერი დარღვევა ან დაზიანება.
ურეთრის ქვები
განმარტებითი ლექსიკონი ურეთრის ქვები – ქალების და მამაკაცების იშვიათი დაავადება, რომელიც განპირობებულია ძირითადად ურეთრაში ქვების გაჩენით, თირკმლებიდან ან შარდის ბუშტიდან მათი გამოსვლის შეფერხებით. ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი
შარდკენჭოვანი დაავადება
..
შარდკენჭოვანი დაავადება ეწოდება კენჭების გაჩენას თირკმლებში. გარდა ამისა კენჭები მამაკაცებში ძალზედ ხშირია შარდის ბუშტში პროსტატის ადენომის გამო. არსებობს ლიგატურული კენჭები რომლებიც ვითარდება შარდის ბუშტზე და მეზობელ ორგანოებზე (ძირითადათ საშვილოსნოზე) ნაწარმოები ოპერაციების შემდეგ. ამის მიზეზია გაუწოვადი ძაფის მოხვედრა შარდის ბუშტის სანათურში და მასზე მარილოვანი კრისტალების დალექვა რაც შემდგომში კენჭად გარდაიქმნება.