Tag Archives: თხელი

სარკოლემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სარკოლემა – (sarcolemma ბერძნ. sarx, sarcos  –  ხორცი, სხეული, lemma  –  გარსი)  კუნთოვანი ბოჭკოს პლაზმოლემა მის გარშემო მყოფ ბაზალურ მემბრანასთან ერთად. თხელი გარსი, რომელიც გარს ეკვრის ჩონჩხის განივზოლიან კუნთოვან ბოჭკოს. შედგება სამი კომპონენტისაგან: 1. მიოსიმპლასტის პლაზმოლემა; 2. ბაზალური­ მემბრანა და მათ შორის 3. კამბიური  უჯრედები  –  მიოსატელიტოციტები

Read More

რქოვანას საკუთარი ნივთიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რქოვანას საკუთარი ნივთიერება – (substantia propria cornea)   თვალის რქოვანას ყველაზე განიერი შრე, შედგება თხელი შემაერთებელქსოვილოვანი ფირფიტებისაგან, რომლებიც გარშემოვლებულია გლიკოზამინგლიკანების შემცველი მაცემენტებელი ნივთიერებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა