Tag Archives: იკ

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ფიშერ – ევანსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერ – ევანსის სინდრომი – (J. A. Fisher; R. S. Evans. ამერიკ. ექიმები; სინ.: ევანსის სინდრომი) აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა და აუტოიმუნური თრომბოციტოპენიის შერწყმა. გამოყოფენ ფიშერ – ევანსის სინდრომის სიმპტომატურ და იდიოპათურ ფორმებს. სიმპტომატური ფორმა აღინიშნება ქრონიკული ჰეპატიტის, სისტემური წითელი მგლურას, ქრონიკული ლიმფოლეიკოზის, ლიმფომის, სარკომის, ლიმფოგრანულომატოზის, რევმატოიდული ართრიტის,

Read More

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More

ტაუსინგ – სნელენ – ალბერსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაუსინგ – სნელენ – ალბერსის სინდრომი – (H. B. Taussing, ამერიკ. კარდიოლოგი; H. A. Snellen, ამერიკ. ექიმი; F. H. Albers, ამერიკ. ექიმი)გულის თანდაყოლილი მანკი, რომლის დროსაც ადგილი აქვს ფილტვის ვენების სრულ ტრანსპოზიაციას, კერძოდ, ფილტვის ყველა ვენა ერთვის წინა კარდინალურ ვენას, რომელიც ბავშვებში შენარჩუნებულია მარცხენა დამატებითი ღრუ ვენის

Read More

ტაუსინგ – ბინგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტაუსინგ – ბინგის სინდრომი – (H. B. Taussing, ამერიკ. კარდიოლოგი; R. J. Bing, ამერიკ. ექიმი; სინ.: აორტის ტრანსპოზიცია და ფილტვის ღეროს მარცხენა პოზიცია)გულის თანდაყოლილი მანკი, რომლის დროსაც აორტა გამოდის მარჯვენა პარკუჭიდან, ხოლო ფილტვის ღერო ორივე პარკუჭიდან, პარკუჭთაშუა ძგიდის მაღლა მდებარე დეფექტის დროს. მანკის ძირითადი გამოვლინება განისაზღვრება ასეთ

Read More