Tag Archives: იმუნიტეტი

რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რესპირატორულ – ვირუსული დაავადებები – (ლათ. Respiratio სუნთქვა) ვირუსული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების უპირატესი დაზიანებით. მათ მიეკუთვნება გრიპი, პარაგრიპი, რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია, რინოვირუსული დაავადება, კოკსაკ – ვირუსული დაავადება, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები. რესპირატორულ – ვირუსული დაავადებების გამომწვევი ვირუსები მიეკუთვნებიან სხვადასხვა ჯგუფებს და ახასიათებთ

Read More

აფთოზური სტომატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფთოზური სტომატიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ეპითელის ჩანასახოვანი შრის გაღიზიანება ჰერპესის ვირუსით. განპირობებულია იმუნოლოგიური დაცვის დაქვეითებით; განიხილება ასევე როგორც კუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სისტემური დაზიანების გამოვლინება. ავადდებიან უპირატესად ბავშვები. სიმპტომები: მოთენთილობა, ნერწყვდენა, საკვებზე უარის თქმა, პირის ღრუს ლორწოვანის ჰიპერემია, ლოყებზე, ენაზე, ტუჩებზე, სასაზე აფთების წარმოქმნა –

Read More