ფოლჰარდის ფსევდოურემია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლჰარდის ფსევდოურემია – ფოლჰარდის კრუნჩხვითი ურემია. ამ დროს თირკმლების ფუნქცია არ იცვლება, ნარჩენი აზოტის რაოდენობა სისხლში არ არის მომატებული. მისი ნიშნები წარმოიქმნება ტვინის ინტრა და ექსტრაცელულარული შეშუპებით. კლინიკური ნიშნებია – თავის ტკივილი, ღებინება, ბრადიკარდია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები, გონების გარდამავალი დაკარგვა. ყველაზე ხშირად გვხვდება მწვავე ნეფრიტის დასაწყის სტადიაში. [“3”]