Tag Archives: ირადირებს

კბილის მწვავე ტკივილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილის მწვავე ტკივილი – თავისთავად წარმოქმნილი ტკივილის შეტევები კბილში, რომელიც ხშირად ირადირებს ყურში ან საფეთქელში; დაკავშირებულია პულპის ანთებასთან. მუდმივი, ერთი კბილის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილი, არაიშვიათად პულსირებადი, რომელიც ძლიერდება კბილზე შეხებისას, უკავშირდება მწვერვალახლო ქსოვილების ანთებას. კბილის მწვავე ტკივილი შესაძლებელია განპირობებული იყოს პაროდონტიტით, რომლის გამწვავებას ახლავს პაროდონტული აბსცესების განვითარება.

Read More

ერითროოტალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითროოტალგია – კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ინტენსიური ტკივილით ყურში, რომელიც ირადირებს შუბლის არეში, კეფაში, ქვედა ყბაში მიმდინარეობს გაწითლებითა და ყურის ნიჟარის ტემპერატურის მომატებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა