Tag Archives: ირადირებს

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია – ფილტვის ღეროს ან ფილტვის არტერიული სისტემის ტოტების  მწვავე ოკლუზია თრომბით, რომელიც წარმოიქმნა სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებში, ან გულის მარჯვენა ღრუებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გართულებას; დაზიანების დონის მიხედვით განასხვავებენ ფილტვის ღეროს და ფილტვის მთავარი არტერიების თრომბოემბოლიას, წილოვანი და სეგმენტური ტოტების თრომბოემბოლიას, მცირე ტოტების თრომბოემბოლიას. სიმპტომები, მიმდინარეობა

Read More

ტრიგერული წერტილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიგერული წერტილები – ზონები, რომლებზედაც ზემოქმედება იწვევს ინტენსიურ ტკივილს, რომელიც ირადირებს სხეულის სხვა ნაწილებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

კბილის მწვავე ტკივილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილის მწვავე ტკივილი – თავისთავად წარმოქმნილი ტკივილის შეტევები კბილში, რომელიც ხშირად ირადირებს ყურში ან საფეთქელში; დაკავშირებულია პულპის ანთებასთან. მუდმივი, ერთი კბილის მიდამოში ლოკალიზებული ტკივილი, არაიშვიათად პულსირებადი, რომელიც ძლიერდება კბილზე შეხებისას, უკავშირდება მწვერვალახლო ქსოვილების ანთებას. კბილის მწვავე ტკივილი შესაძლებელია განპირობებული იყოს პაროდონტიტით, რომლის გამწვავებას ახლავს პაროდონტული აბსცესების განვითარება.

Read More

ერითროოტალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ერითროოტალგია – კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ინტენსიური ტკივილით ყურში, რომელიც ირადირებს შუბლის არეში, კეფაში, ქვედა ყბაში მიმდინარეობს გაწითლებითა და ყურის ნიჟარის ტემპერატურის მომატებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

აპოსტემური ნეფრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აპოსტემური ნეფრიტი – (ბერძ. Apostema ჩირქგროვა, აბსცესი) მეტასტაზური ჩირქოვანი პროცესი თირკმელში, რომელიც ვლინდება მრავლობითი ჩირქგროვების წარმოქმნით, უპირატესად მის ქერქოვან ნივთიერებაში. დაავადების კლინიკურ სურათში აღინიშნება თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა, შემცივნება. რამოდენიმე ხნის შემდეგ ვლინდება ლოკალური ხასიათის სიმპტომები: ტკივილი წელის არეში, რომელიც ირადირებს მუცლის ზედა ნაწილში, მხარში,

Read More