Tag Archives: იშემიის

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროზულ – კუნთოვანი დისპლაზია – არტერიების არაათეროსკლეროზული, არაანთებითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ელასტიკური ქსოვილის დეგენერაციით, ფიბროზული ან გლუვკუნთოვანი ქსოვილის ზრდით, სისხლძარღვთა სეგმენტური შევიწროებით და ამა თუ იმ ორგანოს იშემიით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება ღვიძლის არტერიები, რაც იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას. ავადმყოფთა ნაწილს უვითარდებათ ქალაშიდა ანევრიზმები, რომელთა გასკდომაც იწვევს სუბარაქნოიდულ 

Read More

რობინჰუდის ფენომენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რობინჰუდის ფენომენი – ხასიათდება ნორმალური სისხლმომარაგების უბნიდან  სისხლის გადასროლით იშემიის ზონაში, სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების  შეყვანისას ან ჰიპერვენტილაციის დროს, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვთა იშემიას არა იშემიის ზონაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მარტორელის სინდრომი

მარტორელის სინდრომი – (F. Martorell, ესპ. ქირურგი) წვივის წინა გვერდითი ქვედა მესამედის წყლული, რომელიც ვითარდება იშემიის შედეგად, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია ჰიპერტონიით დაავადებულებში არტერიოლების ობლიტერაციით; ხშირია ქალებში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დემიელინიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დემიელინიზაცია – ნერვული ბოჭკოების მიელინის გარსების დაშლა ანთების, იშემიის, ტრავმების, ტოქსიკურ – მეტაბოლური ან სხვა სახის დაზიანებების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა