Tag Archives: იშემიური

სინდრომი სინუსური კვანძის სისუსტის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდრომი სინუსური კვანძის სისუსტის – სინუსური კვანძისა და მასთან მდებარე მიოკადიუმის უბნების დაზიანება; სინუსურ კვანძში ითრგუნება და (ან) იზრდება იმპულსების გამტარობა; ვლინდება სინუსური ბრადიკარდიით ან სინოაურიკულარული ბლოკადით და ამ ფონზე სხვადასხვა არითმიის შეტევებით (მაგალითად, წინაგულთა თრთოლვა და ციმციმი, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია); მიზეზები შესაძლოა იყოს გულის იშემიური დაავადება, არტერიული

Read More

მემკვიდრეობითი ცერებრული არტერიოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრეობითი ცერებრული არტერიოპათიები – იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც არჩევითად აზიანებს თავის ტვინის წვრილ არტერიებს. განსაკუთრებულად შესწავლილია ავტოსომურ – დომინანტური არტერიოპათია სუბკორტიკული ინფარქტებითა და ლეიკოენცეფალოპათიით; ხასიათდება ქერქქვეშა იშემიური ინსულტებით, რომელიც ვრცელდება თავის ტვინის თეთრი ნივთიერების დაზიანებით, პროგრესირებადი დემენციით, გამოხატული დეპრესიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More