Tag Archives: კავშირის

ჰისტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტოგენეზი – (histogenesis ბერძნ. histos  –  ქსოვილი და genesis  –  განვითარება)  –  ქსოვილის განვითარება ემბრიონული საწყისების უჯრედული მასალისაგან. ჰისტოგენეზს ახასიათებს უჯრედის სპეციალიზაციასთან დაკავშირებული უჯრედოვანი დიფერენცირების გაძლიერება. ამას თან სდევს ბირთვულ – ციტოპლაზმური დამოკიდებულების გადახრა ბირთვის ზომასთან შედარებით ციტოპლაზმის ზომის მკვეთრი მატებისკენ, რაც სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ყოველგვარი

Read More

ჰიპოთეზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთეზა – 1. (ბერძნ. Hypothesis – საფუძველი, ვარაუდი)  ვარაუდი, რომლის დროსაც რიგი ფაქტების საფუძველზე კეთდება დასკვნა ობიექტის, კავშირის ან მოვლენის მიზეზების არსებობის შესახებ, ამასთან ეს დასკვნა არ შეიძლება ჩაითვალოს მთლიანად სარწმუნოდ. ჰიპოთეზურს უწოდებენ ამ დასკვნის შინაარსსაც. ჰიპოთეზის საჭიროება წარმოიშობა მეცნიერებაში მაშინ, როდესაც მოვლენებს შორის კავშირი, მათი მიზეზი

Read More

ციკლოდიალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციკლოდიალიზი – (cyclodialysis; ბერძ. kyklos წრე, ციკლი + დიალიზი) ცილიარული (წამწამოვანი) სხეულის სკლერიდან აშრევების ოპერაცია, რომლის მიზანია თვალის კაკლის წინა საკანსა და სუპრაქორიოიდულ სივრცეს შორის კავშირის შექმნა; ოპერაციის მიზანია თვალშიგა წნევის დაქვეითება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შიზოფაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიზოფაზია – (ბერძ. schizein – გახლეჩა და phasis – მეტყველება, გამოხატულება) მეტყველების დარღვევა სიტყვებსა და წინადადებებს შორის აზრობრივი კავშირის არარსებობის სახით, მათი სწორი გრამატიკული წყობის შენარჩუნების დროს. წარმოადეგენს შიზოფრენიის ერთ – ერთ დამახასიათებელ სიმპტომს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სომატური

სომატური – (ბერძ. soma – სხეული) ადამიანის ორგანიზმთან, მის ორგანოებთან და სისტემებთან  კავშირის მქონე. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი