Tag Archives: კალციუმის

პეტრიფიკატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პეტრიფიკატი – (ბერძ. Petra კლდე, ქვა + ლათ. Facere კეთება; სინ.: კალცინატი) კალციუმის მარილების კეროვანი ჩალაგება გამოხატული დისტროფიული ცვლილებების და ნეკროზული მასების მიდამოებში. პეტრიფიკატი გვვხდება პრაქტიკულად ყველა ქსოვილსა და ორგანოში, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად ტერმინს იყენებენ ფილტვებში, და ლიმფურ კვანძებში კალციუმის მარილების ჩალაგებისას ძირითადად ტუბერკულოზის დროს. უმრავლეს შენთხვევაში

Read More

პარათიროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარათიროციტები – (endocrinocyti parathyroidei) ფარისებრახლო ჯირკვლების პარენქიმის ჯირკვლოვანი უჯრედები, რომელთა შორის არჩევენ მთავარ (endocrinocytus principalis – ნათელ და მუქ) და აციდოფილურ / ოქსიფილურ / (endocrinocytus oxyhilus) უჯრედებს. უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონ პარატირინს, რომელიც არეგულირებს კალციუმის მეტაბოლიზმს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More