ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი – ინფექციური ხასიათის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს როგორც გულის (პირველ რიგში ენდოკარდიუმის), ასევე სხვა შინაგანის ორგანოების დაზიანებით. ენდოკარდიტი უფრო ხშირად უვითარდებათ გულის რევმატიული ან თანდაყოლილი მანკებით (მათ შორის ოპერაციის შემდგომი), ასევე ათეროსკლეროზით დაავადებულებს. იშვიათად დაავადება ვითარდება შეუცვლელი გულის ფონზე. ჩვეულებრივ დაავადების გამომწვევია მომწვანო სტრეპტოკოკი, იშვიათად
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კბილის დაბჟენა – კბილის კარიესული ღრუს დახურვა რომელიმე ხელოვნური საბჟენი მასალით. კბილის დაბჟენის მიზანია შეაჩეროს კბილის კარიესის განვითარება, აღადგინოს კბილის ანატომიური მთლიანობა და ფიზიოლოგიური ფუნქცია. კბილის დაბჟენამდე აუცილებელია კბილის მექანიკური დამუშავება – კარიესული ღრუს გახსნა, გაფართოება, დარბილებული შიგთავსის მოცილება, ღრუს ფორმირება, ქიმიური დამუშავება, გამოშრობა და დაბჟენა. მკურნალობის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლოსალგია – ენის ჰიპერესთეზია და პარესთეზია. მისი წარმოშობა უკავშირდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ჰორმონულ გადახრებსა და ცვლილებებს ფსიქოემოციურ სფეროში. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენის გაღიზიანებას კარიესული კბილის ღრუს ნაპირით, კბილის ფესვით, კბილის პროთეზით და სხვ. გვხვდება ასევე საბჟენი და კბილის საპროთეზო მასალების მიმართ კონტაქტური ალერგიის დროს. სიმპტომები.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გველის ნაკბენები – (ქირურგ.) შუა სარტყელში საშიშია ასპიტების კბენა, სამხრეთში, აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში – ჩხრიალა გველის ნაკბენი. კბენის შედეგად ორგანიზმში მოხვედრილმა შხამმა შესაძლოა გამოიწვიოს ცნს – ის პარალიზება (კობრის შხამში ნეიროტოქსინის არსებობა) ან სისხლჩაქცევები (ასპიტებში ჰემორაგინის არსებობა). შხამი იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე ზოგად ტოქსიკურ ზემოქმედებას. სიმპტომები,