Tag Archives: კეთილთვისებიანად

შებრუნებითი ტიფი, ენდემიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შებრუნებითი ტიფი, ენდემიური – – ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს სპიროქეტის განსაკუთრებული სახე. გამომწვევის წყაროა ცხოველები, გადამტანები არიან ტკიპები. ვლინდება ცხელებითი შეტევებით, რომელიც მონაცველობს ნორმალურ ტემპერატურასთან. მიმდინარეობს კეთილთვისებიანად, მკურნალობა – ანტიბიოტიკები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტაქიბოტრიოტოქსიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაქიბოტრიოტოქსიკოზი – სოკოვანი ინტოქსიკაცია, რომელიც მიმდინარეობს კეთილთვისებიანად რინიტის, კატარალური ანგინისა და ზედაპირული ტოქსიდერმიის მოვლენებით. პათოლოგიური პროცესის განვითარება განპირობებულია სოკოს ტოქსიური ნივთიერებით – სტაქიბოტრიოტოქსინით, რომელსაც გააჩნია ადგილობრივი და ზოგადი მოქმედება. დაავადება ადამიანებში ვლინდება დერმატიტის, კატარალური ანგინის, რინიტისა და კონიუნქტივიტის სახით. კანის დაზიანება აღინიშნება კანზე, იღლიისქვეშა და მუხლქვეშა არეში,

Read More

პერიოდული ოჯახური დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიოდული ოჯახური დამბლა – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კიდურების დუნე დამბლის უეცრად განვითარებული გარდამავალი შეტევებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების მიზეზი ცნობილი არ არის. პათოგენეზს საფუძვლად უდევს სისხლში კალიუმის დონის გარდამავალი დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. კუნთოვანი სისუსტის პირველი ნიშნები ვლინდება ბავშვობაში ან ახალგაზრდა ასაკში. ხშირად შეტევა იწყება დილით. კუნთების დამბლა

Read More

ოსტეობლასტოკლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეობლასტოკლასტომა – ძვლის გავრცელებული სიმსივნე. შესაძლებელია მომდინარეობდეს კეთილთვისებიანად და მიაღწიოს მნიშვნელოვან ზომებს, ან შესაძლებელია გადავიდეს ავთვისებიან ფორმაში, იშვიათად გვხვდება პირველადი ავთვისებიანი ოსტეობლასტოკლასტომა. უპირატესად ლოკალიზდება გრძელი მილოვანი ძვლების ბოლო ნაწილებში, იშვიათად ბეჭში, ნეკნებში, მენჯის ძვლებში და სხვ. ვლინდება სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილებით მოსვენებით მდგომარეობისას, ტკივილით მოძრაობის დროს შესაბამის სახსარში

Read More

ნიმან – პიკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიმან – პიკის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება ლიპიდოზების ჯგუფიდან: დაკავშირებულია ფერმენტ სფინგომიელინაზის უკმარისობასთან და სფინგომიელინის და სხვა ლიპიდების დაგროვებასთან ღვიძლში, ელენთაში, ლიმფურ ძარღვებში, ძვლის ტვინში, მოგვიანებით თავის ტვინში. ვლინდება ბავშვობის ასაკში ფსიქომოტორული განვითარების შეჩერებით, სპასტიური პარეზით, კიდურების კუნთების რიგიდობით, ეპილეფსიური გულყრებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ფილტვის ქსოვილის

Read More