Tag Archives: კლონური

პოსტიქტალური მდგომარეობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტიქტალური მდგომარეობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება გენერალიზებული ტონურ – კლონური ეპილეფსიური შეტევების შემდეგ. ხასიათდება გონების თანდათანობითი დაბრუნებით. შესაძლებელია გამოვლინდეს ძილიანობით, დამუხრუჭებით, ცნობიერების დათრგუნვით და სხვ. ხშირად ვითარდება ღრმა ძილი, რის შემდეგაც ავადმყოფები გრძნობენ დამტვრეულობას, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

პიკნოლეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიკნოლეფსია – იდიოპათიკური გენერალიზებული ეპილეფსიის სახესხვაობა, რომელიც ვლინდება 4 – 10 წლის ასაკში დღეში რამდენიმეჯერ განმეორებადი აბსანსებითა და ელექტროენცეფალოგრამაზე დამახასიათებელი ცვლილებებით. ინტელექტი შენარჩუნებულია. დროთა განმავლობაში აბსანსები შესაძლებელია შეწყდეს, მაგრამ გამოვლინდეს გენერალიზებული ტონურ – კლონური კრუნჩხვები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა

Read More