Tag Archives: კოდი

გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). ტერმინი „გენოტიპი“ პირველად იხმარა (1909) იოჰანსენმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More

უხიფათო ელექტრონული გარიგება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უხიფათო ელექტრონული გარიგება – (ინტ.) secure electronic transaction, SET – სტანდარტი, რომელიც ადგენს საკრედიტო ბარათების საშუალებით, ინტერნეტში დაცული გარიგებების (ტრანზაქციების) შესრულების წესებს. ციფრული ხელმოწერის შემოწმების გზით, გამყიდველს შეუძლია დაადგინოს, არის თუ არა მყიდველი ის პიროვნება, რომელადაც იგი თავს ასაღებს. ამავე დროს, საკრედიტო ბარათის ნომერი მისთვის უცნობი რჩება.

Read More

პურინისფუძეები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურინისფუძეები – პურინები, ბუნებრივი აზოტოვანი ჰეტეროციკლური ნაერთების ჯგუფი; წარმოადგენს პურინის ნაწარმს, რომელიც წარმოიქმნება პირიმიდინისა და იმიდაზოლის რგოლების შერწყმით. დიდ როლს თამაშობენ ცოცხალ ორგანიზმებში, სადაც გვხვდებიან როგორც თავისუფალი სახით, ისე რთული ნაერთების შედგენილობაში. მაგ., ნუკლეინის მჟავებში (ნმ) შედის ადენინი და გუანინი. რიბონუკლეინის მჟავაში (რნმ) პურინის ფუძეები დაკავშირებულია რიბოზასთან,

Read More

მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი – (ფრანგ. code – პირობითი შემოკლება, შიფრი, ლათ.informare – შეტყობინება) გენეტიკური კოდი, რომელსაც ახასიათებს მემკვიდრეობის მატერია­ლურ სუბსტრატში – დნმ – ის მოლეკულაში აზოტური ფუძეების გარკვეული მონაცვლეობით განლაგება. უოტსონისა და კრიკის (1953) ჰიპოთეზის თანახმად, დნმ – ის მოლეკულა თავისი სტრუქტურით ჰგავს სპირალურად დახვეულ თოკის კიბეს,

Read More

კოდის ტრანსკრიფცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კოდის ტრანსკრიფცია – (ლათ. transcriptio  –  გადაწერა) დნმ – ის მოლეკულაზე ინფორმაციული რნმ – ის მოლეკულების წარმოქმნის პროცესი, როცა აზოტური ფუძეების განლაგების თანამიმდევრობის პირს გადაიღებენ (თითქოს გადაწერენ) დნმ – დან, ე.ი. აითვისებენ მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდს. შემდგომში ინფორმაციულ რნმ – ს გადააქვს გენეტიკური კოდი ბირთვული დნმ – დან

Read More