Tag Archives: პლაზმოგენ

გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). ტერმინი „გენოტიპი“ პირველად იხმარა (1909) იოჰანსენმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More

პლაზმოგენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლაზმოგენები – (plasmogena იხ. პლაზმა და ბერძნ. genos – წარმომქმნელი) ერთეულები მემკვიდრეობითი მასალისა, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ციტოპლაზმაშია ლოკალიზებული. გამოთქ­მულია მოსაზრება, რომ პლაზმოგენებს, ბირთვული გენების მსგავსად, მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემისა და ავტორედუპლიკაციის უნარი აქვთ. ვარაუდობენ, რომ არსებობს ორი ჯგუფის პლაზმოგენები; ზოგიერთი მათგანი ხვდება ციტოპლაზმაში უჯრედის ბირთვიდან, ზოგიერთი კი ციტოპლაზმური

Read More