Tag Archives: კოლაგენურ

პრეკოლაგენური ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრეკოლაგენური ბოჭკოები – (fibrae precollagenae ლათ.pre – წინა და იხ.ბოჭკოები კოლაგენური) კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნის საწყისი სტადიის – არგიროფილური ბოჭკოების სახესხვაო­ბა. კოლაგენურ ბოჭკოებად გადაქცევის შემდეგ პრეკოლაგენური ბოჭკოები კარგავენ არგიროფილიას. ამ ბოჭკოების სტრუქტურული სუბერთეულებია 300 – 1500 Ao სისქის პროტოფიბრილები. მათ აქვთ განივი დახაზულობა ნათელი და მუქი ზოლების გამო,

Read More

ოსტეონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეონი – (osteon ბერძნ.osteon – ძვალი) ლულისებრი ძვლის კომპაქტური ნივთიერების სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული, რომელიც შედგება სისხლძარღვის გარშემო კონცენტრულად დაშრევებადი ძვლოვანი ფირფიტებისაგან და ხასიათდება ორ მეზობელ ფირფიტაში კოლაგენურ ბოჭკოთა მიმართულების სხვადასხვაობით, რითაც უზრუნველყოფილია ძვლის სიმტკიცე. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More