Tag Archives: კომა

უიპლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უიპლის დაავადება – იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება ლიპიდური ცვლის დარღვევით, ლიპიდურ – პოლისაქარიდული კომპლექსების დაგროვებით და ანთებითი რეაქციებით სხვადასხვა ორგანოებში. გამომწვევია ჩხირისებრი ბაქტერია. დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 ფაზას. თავდაპირველად ვლინდება სისუსტით, ართრალგიებით, ანემიით. მეორე ფაზა ხასიათდება ტკივლებით მუცელში, დიარეით, სტეატორეით, ცხელებით, სხეულის მასის დაქვეითებით, ლიმფოადენოპათიით, კანის პიგმენტაციით,

Read More

საცერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საცერის დაავადება – ეწოდება გენუინურ ეპილეფსიას. ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადებაა. ახასიათებს გონების დაკარგვა და ხშირად ერთდროულად ტონური და კლონური შეტევები პიროვნების თანდათანობითი დეგენერაციით. არსებობს ეპილეფსის ბევრი , სხვადასვანაირი კლინიკური ფორმა. ძირითადად კი მთავარია გაირჩეს გენუინური ეპილეფსიის სიმპტომურისაგან. გენუინური ეპილეფსიის ტიპიურ შეტევას თან სდევს ეპილეფსიის შემდგომი კომა. [“3”]

Read More

პრეკომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრეკომა – (praecoma; პრე – + კომა; სინ. პრეკომატოზური მდოგმარეობა) კომის განვითარების საწყისი სტადია, რომელიც გამოიხატება სოპორით ან სტუპორით, ხასიათდება რეფლექტორული რეაქციების შენარჩუნებითა და ამ მდგომარეობიდან ავადმყოფის გამოსვლის შესაძლებლობით (ხმაური, ტკივილი, ძლიერი სინათლე) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნეკროზული ენცეფალიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეკროზული ენცეფალიტები – თავის ტვინის მძიმე ინფექციური დაზიანებების ჯგუფი, რომლებსაც იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი, იშვიათად ციტომეგავირუსი. რიგ შემთხვევებში ეტიოლოგიის დადგენა ვერ ხერხდება. ჰერპესული ენცეფალიტი წარმოადგენს ჰერპესული ინფექციის იშვიათ ვარიანტს; გამომწვევია მარტივი ჰერპესის ვირუსი ან ჩუტყვავილას ვირუსი. დაავადების დასაწყისში აღინიშნება პროდრომული მოვლენები. ავადმყოფთა ნაწილში ვლინდება ჰერპესული გამონაყარი კანსა

Read More

მენგოს მენინგოენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მენგოს მენინგოენცეფალიტი – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს თავის ტვინისა და მისი გარსების უპირატესი დაზიანებით. დაავადების გამომწვევია ვირუსი მენგო. ძირითადი რეზერვუარი ვირუსისა ბუნებაში არიან მღრღნელები; ვირუსის გადამტანები – კოღოებია. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის მაღალ ციფრებამდე მომატებით, თავის ტკივილით, ცნობიერების დარღვევებით; სწრაფად ვითარდება მენინგეალური და კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები.

Read More