Tag Archives: კონიუნქტივაში

შაგასის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შაგასის დაავადება – (C. Chages, ბრაზ. ექიმი; სინ.: ამერიკული ტრიპანოსომოზი)პროტოზოოზი, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით, კანზე ან კონიუნქტივაში პირველადი აფექტის გაჩენით, ზოგჯერ გულისა და ცენტრალური ნერვული სისტემის  მძიმე დაზიანებით. დაავადების გამომწვევია Trypanosoma cruzi Chages; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 5 – 14 დღეს. დაავადება იწყება შემცივნებით, თავის ტკივილით,

Read More

ფიშერ – ევანსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერ – ევანსის სინდრომი – (J. A. Fisher; R. S. Evans. ამერიკ. ექიმები; სინ.: ევანსის სინდრომი) აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიისა და აუტოიმუნური თრომბოციტოპენიის შერწყმა. გამოყოფენ ფიშერ – ევანსის სინდრომის სიმპტომატურ და იდიოპათურ ფორმებს. სიმპტომატური ფორმა აღინიშნება ქრონიკული ჰეპატიტის, სისტემური წითელი მგლურას, ქრონიკული ლიმფოლეიკოზის, ლიმფომის, სარკომის, ლიმფოგრანულომატოზის, რევმატოიდული ართრიტის,

Read More

ლინიაკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლინიაკის სინდრომი – მემკვიდრეობითი დაავადება, გამოწვეული ცისტინის ცვლის დარღვევითა და მისი კრისტალების ჩალაგებით ძვლის ტვინის რეტიკულურ უჯრედებში, ღვიძლში, ელენთაში და ლიმფურ სისტემაში და ასევე რქოვანას უჯრედებსა და კონიუნქტივაში. დამახასიათებელია ზრდაში ჩამორჩენა, ძვლებში რაქიტისებური ცვლილებების განვითარება, მხედველობის დარღვევა, ამინოაციდურია, გლიკოზურია, ჰიპოფოსფატემია და ანემია. მემკვიდრეობითი გადაცემა რეცესიული ტიპით. სინონიმები:

Read More

კატის ნაკაწრის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კატის ნაკაწრის დაავადება – (კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი) ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ქვემწვავე რეგიონული ლიმფადენიტით. გამოწვევი მიეკუთვნება ქლამიდიებს. დასნებოვნება ხდება კატის, იშვიათად  –  ძაღლის ნერწყვის მოხვედრით დაზიანებულ კანზე ან თვალის კონიუნქტივაში. ვლინდება ახლომდებარე ლიმფური კვანძების მკვეთრი გადიდებითა და მცირე მტკივნეულობით, რომლებიც ხშირად ჩირქდება. დაავადების მიმდინარეობა კეთილთვისებიანია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ავცინის სინჯი

ავცინის სინჯი – პარტახტიანი ტიფის დროს ჰიპერემიულ კონიუნქტივაში სისხლჩაქცევის გამოვლენის მეთოდი კონიუნქტივურ პარკში ადრენალინის შეყვანის გზით. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება! .