Tag Archives: კრუნჩხვებით

ჰიპოგლიკემია იდიოპათიკური ოჯახური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოგლიკემია იდიოპათიკური ოჯახური – (hypoglycaemia familiaris idiopathica; სინ.: სპონტანური იდიოპათიკური ჰიპოგლიკემია, მაკ – კუარის სინდრომი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ინსულინის შენელებული დაშლით ინსულინაზას ენზიმური ბლოკის შედეგად; ხასიათდება უზმოზე საერთო სისუსტით, ოფლიანობით, ჰიპერფაგიით, ტრემორით, კრუნჩხვებით, კომის განვითარებით; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

ფრუქტოზის გადაუტანლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრუქტოზის გადაუტანლობა – (სინ. ფრუქტოზემია) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ფრუქტოკინაზას დეფიციტით და ვლინდება ადრეული ასაკიდან ღებინებით, კრუნჩხვებით, სისხლში ფრუქტოზის მომატებული შემცველობით, ჰიპოფოსფატემიით, ჰიპოგლიკემიით, ღვიძლში და თირკმელებში დისტროფიული ცვლილებებით; გადაეცემა რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სენჰაუზ – კირკსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სენჰაუზ – კირკსის სინდრომი – (Senhouse;  Kirkes)შოკური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვალში სისხლჩაქცევის შედეგად, ან მათი ტოქსიკურ – ალერგიული დაზიანებით; ვლინდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით, კრუნჩხვებით, ჰიპოტონიით, ტაქიკარდიით, აკროციანოზით,  ჰიპოთერმიით, ნარჩენი აზოტის მომატებით სისხლში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სალაამის კრუნჩხვები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სალაამის კრუნჩხვები – (არაბ. სალამ ან სალაამ – აღმოსავლური მისალმება მდაბალი სალმით) ინფანტილური სპაზმების ვარიანტი, რომელიც ვლინდება ხანმოკლე გენერალიზებული  კრუნჩხვებით, თავის, ტანის, ხელების კლონური მოხრითა და ფეხების გაშლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

როლანდის ეპილეფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როლანდის ეპილეფსია – ბავშვთა ასაკის იდიოპათიური პარციალური ეპილეფსიის  ვარიანტი, რომელიც მემკკვიდრულად გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ვლინდება გულყრებით, რომლებიც ხასიათდება სახის, ენის, ხახის,  კუნთების კრუნჩხვებით, აღინიშნება ასევე ნერწყვდენა, მეტყველების შეჩერება. მოზარდთა ასაკში ხშირია სპონტანური რემისია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა