Tag Archives: კუბური

სმენის ორგანოსგარეთა საყრდენი ეპითელიოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სმენის ორგანოსგარეთა საყრდენი ეპითელიოციტი – (epitheliocytus sustentans externus ბერძნ.epi  –  ზევით, thele  –  დვრილი, cytos  –  უჯრედი)   ბაზილარულ მემბრანაზე მდებარე კუბური ფორმის ეპითელური  უჯრედები, რომლებიც თანდათან გადადიან სისხლძარ­ღვოვანი ზოლის ეპითელიუმში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

საყლაპავის კარდიული ჯირკვლები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის კარდიული ჯირკვლები – (glandulae cardiacae oesophagi ბერძნ.oesophagus  –  საყლაპავი)მარტივი დატოტვილი მილაკოვანი ჯირკვლები, რომელთა ტერმინალური ნაწილები კუბური და ცილინდრული  უჯრედებისაგან შედგება. გამომტანი სადინრების ეპითელიუმი ცილინდრულია; ჯირკვლებში მრავალი ენდოკრინული უჯრედია. ჯირკვლის სეკრეტი შეიცავს პეპსინს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები:

Read More