Tag Archives: კუნთის

ლინდუზი – დეჟერინის დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლინდუზი – დეჟერინის დისტროფია – მემკვიდრეობითი დაავადება: ბეჭ – მხარ – სახის კუნთის დისტროფიის ვარიანტი, რომელიც ვლინდება ბავშვობის ან ყრმობის ასაკში სახისა და მხრის სარტყლის კუნთების სისუსტითა და წონის შემცირებით, ზოგჯერ ასიმეტრიული. მოგვიანებით ჩაერთვება წინამხრის, მენჯის სარტყლის კუნთები. დამახასიათებელია ნელი პროგრესირებადი მიმდინარეობა სტაბილიზაციის პერიოდებით. გადაეცემა ავტოსომურ –

Read More

ლევკოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლევკოციტოზი – ლევკოციტების მომატება სისხლში; პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ლევკოციტების რაოდენობა 1 მმ3 სისხლში რამდენიმე ათეულ ათ. აღწევს. ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, სეპტიკური, ანთებითი და ტოქსიკური პროცესების, ლევკოზის დროს, აგრეთვე მაიონიზებელი რადიაციის დიდი დოზებით მოქმედების პირველ სტადიაში, ქსოვილების დაშლის შემთხვევაში (ავთვისებიანი სიმსივნე, გულის კუნთის ინფარქტი) და სხვ.

Read More