Tag Archives: ლეიკოციტოზი

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.

Read More

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი

ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი – . ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთება; შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ და ქრონიკულად.  ქრონიკული ქოლეცისტიტი წყნარ პერიოდში ვლინდება ტკივილებით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევით, იშვიათად – ღებინებით, ცუდი მადით, პირის ღრუში სიმწარით. აღნიშნული ჩივილები შესაძლოა გამოვლინდეს დიეტის დარღვევისას, ცხიმიანი საკვების მიღებისას. ავადმყოფის გამოკვლევით აღინიშნება მტკივნეულობა მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. დიაგნოზი შესაძლოა დადასტურდეს სპეციალური გამოკვლევებით (დუოდენალური ზონდირებისას

Read More