Tag Archives: ლიპიდები

როლიპექსი

როლიპექსი – ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალება

როლიპექსის ჩვენება
როლიპექსი არის წამალი, რომელიც მიეკუთვნება `სტატინების~ ჯგუფს. ის აუმჯობესებს ლიპიდების (`ცხიმების~) დონეს სისხლში. სისხლის ყველაზე გავრცელებული ლიპიდია ქოლესტერინი.
სისხლში გვხვდება ქოლესტერინის სხვადასხვა სახეობები: ე.წ. `ცუდი~ ქოლესტერინი (LDL-Ch) და `კარგი~ ქოლესტერინი (HDL-Ch). როლიპექსი ამცირებს `ცუდი~ ქოლესტერინის დონეს და ზრდის `კარგი~ ქოლესტერინის დონეს სისხლში.
თუ თქვენ დანიშნული გაქვთ როლიპექსი, ეს ნიშნავს რომ თქვენი ქოლესტერინის დონე მაღალია და ინსულტის ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარების რისკის ქვეშ ხართ.
თუ თქვენ გირჩიეს სტატინების გამოყენება, მხოლოდ დიეტის ტიპის შეცვლა და ვარჯიში უკვე საკმარისი აღარ იყო.
როლიპექსი ეხმარება თქვენს ორგანიზმს, რომ თავიდან აიცილოს `ცუდი~ ქოლესტერინის წარმოქმნა და შეამციროს სისხლში მისი შემცველობა.

Read More

კადუეტი

კადუეტი – ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალება

კადუეტის შემადგენლობა

* პრეპარატის აქტიური ნივთიერება:
კადუეტის ყოველი 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინ-ბეზილატის სახით) და 10 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინ-კალციუმის-ტრიჰიდრატის სახით).
კადუეტის ყოველი 10 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინ-ბეზილატის სახით) და 10 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინ-კალციუმის-ტრიჰიდრატის სახით).
სხვა კომპონენტებია: კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოლისორბატ 80, ჰიდრიქსიპროპილცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.

Read More

როზულიპი

როზულიპი – ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალება

პრეპარატის მიღების წინ ყურადღებით წაიკითხეთ მოცემულ ჩანართ-ფურცელში წარმოდგენილი ინფორმაცია თავიდან ბოლომდე.
• შეინახეთ ეს ჩანართი ფურცელი. შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
• თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• მოცემული პრეპარატი დანიშნულია თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ავნოთ მათ, თუნდაც მათ აღენიშნებოდეთ დაავადების ანალოგიური სიმპტომები.
• მძიმე გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, ასევე გვერდითი ეფექტების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ნახსენები მოცემულ ჩანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

Read More

ამვასტანი

ამვასტანი – ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალება

ამვასტანის შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ატორვასტატინი (კალციუმის ატორვასტატინის ტრიჰიდრატის ფორმით) 10 ან 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, საქაროზას სტეარატი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრა თეთრი Y 1-7000.
10 მგ-იანი ტაბლეტების აღწერილობა: თეთრი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეს.
20 მგ-იანი ტაბლეტების აღწერილობა: თეთრი, მრგვალი ორმხრივამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტები, გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეს.

Read More

როზუკარდი

როზუკარდი – ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალება

როზუკარდის შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
როზუკარდი . . . . . . . . . 10 მგ
1 ტაბ.
როზუკარდი . . . . . . . . . 20 მგ
1 ტაბ.
როზუკარდი . . . . . . . . . 40 მგ

Read More