Tag Archives: ლიპიდები

როლიპექსი

როლიპექსი – ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალება

როლიპექსის ჩვენება
როლიპექსი არის წამალი, რომელიც მიეკუთვნება `სტატინების~ ჯგუფს. ის აუმჯობესებს ლიპიდების (`ცხიმების~) დონეს სისხლში. სისხლის ყველაზე გავრცელებული ლიპიდია ქოლესტერინი.
სისხლში გვხვდება ქოლესტერინის სხვადასხვა სახეობები: ე.წ. `ცუდი~ ქოლესტერინი (LDL-Ch) და `კარგი~ ქოლესტერინი (HDL-Ch). როლიპექსი ამცირებს `ცუდი~ ქოლესტერინის დონეს და ზრდის `კარგი~ ქოლესტერინის დონეს სისხლში.
თუ თქვენ დანიშნული გაქვთ როლიპექსი, ეს ნიშნავს რომ თქვენი ქოლესტერინის დონე მაღალია და ინსულტის ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარების რისკის ქვეშ ხართ.
თუ თქვენ გირჩიეს სტატინების გამოყენება, მხოლოდ დიეტის ტიპის შეცვლა და ვარჯიში უკვე საკმარისი აღარ იყო.
როლიპექსი ეხმარება თქვენს ორგანიზმს, რომ თავიდან აიცილოს `ცუდი~ ქოლესტერინის წარმოქმნა და შეამციროს სისხლში მისი შემცველობა.

Read More

კადუეტი

კადუეტი – ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალება

კადუეტის შემადგენლობა

* პრეპარატის აქტიური ნივთიერება:
კადუეტის ყოველი 5 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 5 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინ-ბეზილატის სახით) და 10 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინ-კალციუმის-ტრიჰიდრატის სახით).
კადუეტის ყოველი 10 მგ/10 მგ შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 10 მგ ამლოდიპინს (ამლოდიპინ-ბეზილატის სახით) და 10 მგ ატორვასტატინს (ატორვასტატინ-კალციუმის-ტრიჰიდრატის სახით).
სხვა კომპონენტებია: კალციუმის კარბონატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, პოლისორბატ 80, ჰიდრიქსიპროპილცელულოზა, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.

Read More