Tag Archives: მაკრო

მაკროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკროგლია – ექტოგლია (მაკრო… და ბერძნ. glia – წებო) ნეიროგლიის ნაწილი, რომელიც მოიცავს ასტროგლიას, ოლიგოდენდროგლიას, და ეპენდიმის უჯრედებს. მაკროგლიასა და ნეირონებს საერთო წარმოშობა აქვთ. უმთავრესად ტროფიკულ, დაცვით და საყრდენ ფუნქციას ასრულებს. მაკროგლიის, სახელდობრ ოლიგოდენდროგლიის, უჯრედების ნაწილი (ლემოციტები ანუ შვანის უჯრედები) ნერვული ბოჭკოების გარსებს ქმნის. ლ. ნათაძე. [“1”]

Read More

მაკრო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკრო – რთული სიტყვის პირველი ნაწილი, აღნიშნავს დიდს, მსხვილს, მაგ. მაკროსკოპული. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ინფექცია

ინფექცია – ბიოლოგიური მოვლენა, რომლის არსს წარმოადგენს მიკროორგანიზმების შეღწევა და გამრავლება მაკროორგანიზმში, მათი ურთიერთქმედების სხვადასხვა ფორმის განვითარებით – გამომწვევის მტარებლობიდან, გამოხატულ დაავადებამდე.  ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!  

ინვაზიურობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინვაზიურობა – მიკროორგანიზმის უნარი გადალახოს უჯრედული, ქსოვილოვანი და ჰუმორული ბარიერები, შეაღწიოს ადამიანის, ცხოველის, ან მცენარის ორგანიზმში, გავრცელდეს მასში; ზოგჯერ ინვაზიურობის ქვეშ იგულისხმება მიკროორგანიზმის გამრავლებისა და გავრცელების უნარი მაკროორგანიზმში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ორგანიზმების ონტოგენეზური განვითარების კანონზომიერებებს. იგი ჩამოყალიბდა უკანასკნელ ათწლეულში ექსპე­რიმენტული ემბრიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ციტოლოგიის მიღწევათა საფუძველზე. ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგიის ამოცანაა განვითარებად ინდივიდში მიმდინარე მაკრო და მიკრომორფოლოგიური, ფიზიოლოგიურ – ბიოქიმიური, მოლეკულუ­რი­ და გენეტიკური პროცესების გამოკვლევა, ცხოველთა, მცენარეული ორგანიზმებისა და, აგრეთვე, ერთუჯრედიან

Read More