Tag Archives: მამოძრავებელი

ფაციო – ლონდეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფაციო – ლონდეს დაავადება – ნერვული სისტემის მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ქალას ნერვების მამოძრავებელი ბირთვების სწრაფად პროგრესირებადი დეგენერაციით. ვლინდება ბავშვობის ან მოზარდთა ასაკში მეტყველების, ყლაპვის,  მოშლით, მიმიკური კუნთების სისუსტით, სტრიდორით; მოგვიანებით წარმოიქმნება სასუნთქი კუნთების სისუსტე. ლეტალობა დგება დაავადების დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდგომ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ტრავმული შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრავმული შოკი – ორგანიზმის ზოგადი მძიმე რეაქცია ქსოვილთა მასიური ტრავმისა და სისხლდაკარგვის გამო. ეტიოლოგია: მძიმე დახურული და ღია მოტეხილობები, შინაგანი ორგანოების ტრავმები, ფართო ჭრილობები. შოკის განვითარების მთავარი ფაქტორია  ნერვული სისტემის ელემენტების ტრავმა, სისხლდაკარგვა და ინტოქსიკაცია, რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის დარღვევებს, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებას, და პერიფერიული ქსოვილთა ჰიპოქსიას.

Read More