Tag Archives: მაღალდიფერენცირებული

ფიბროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროციტები – (fibrocyti ლათ.fibra  –  ბოჭკო და ბერძნ.cytos  –  უჯრედი) ფიბრობლასტური რიგის მაღალდიფერენცირებული  უჯრედები, რომლებიც ფიბრობლასტების განვითარების შემდგომი სტადიაა. ისინი დაქვეითებული სინთეზური აქტივობის ხანდაზმული  უჯრედებია და როგორც წესი, უჯრედშორის ფიბრილურ ნივთიერებაშია ჩაგმანული. ფიბროციტები მიტოზით აღარ იყოფა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ოსტეოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოციტები – (osteocyti ბერძნ.osteon – ძვალი და cytos – უჯრედი) – ძვლოვანი ქსოვილის უჯრედთა უმეტესი ნაწილი. მორჩებიანი ფორმის, კომპაქტური ბირთვისა და სუსტად ბაზოფილური ციტოპლაზმის მქონე უჯრედები. ძვლის მაღალდიფერენცირებული მომწიფებული უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას და უმეტესად მასში ამოქოლილ მდგომარეობაში არიან. ისინი ოსტეობლასტების დიფერენცირების ბოლო სტადიაა.

Read More

გოლჯის აპარატი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გოლჯის აპარატი – (complexus golgiensis ჰapparatus reticulatus internus / სინ.გოლჯის კომპლექსი, უჯრედშიდა ბადისებრი აპარატი, ორ­თოვეზიკულური ფორმაცია, გოლჯიოსომები, დიქტიოსომები) უჯრე­დის ორგანოიდი, რომელიც ციტოპლაზმის მუდმივი და მაღალდიფერენ­ცირებული ნაწილია. იგი შედგება 60 Ao – მდე სისქის ორმაგი მემბრა­ნების რამდენიმე პაკეტისაგან, რომელთა შორის სივრცეებია (ცისტერ­ნები), და დიდი რაოდენობით წვრილი და მსხვილი

Read More