Tag Archives: ფიბრილურ

ფიბროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიბროციტები – (fibrocyti ლათ.fibra  –  ბოჭკო და ბერძნ.cytos  –  უჯრედი) ფიბრობლასტური რიგის მაღალდიფერენცირებული  უჯრედები, რომლებიც ფიბრობლასტების განვითარების შემდგომი სტადიაა. ისინი დაქვეითებული სინთეზური აქტივობის ხანდაზმული  უჯრედებია და როგორც წესი, უჯრედშორის ფიბრილურ ნივთიერებაშია ჩაგმანული. ფიბროციტები მიტოზით აღარ იყოფა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

მეტაპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეტაპლაზმა – (metaplasma ლათ.metaplasis – გარდაქმნა) ციტოპლაზმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მისი უჯრედშიგა ან უჯრედგარე დიფერენცირების პროდუქტია. მეტაპლაზმას ეკუთვნის ტონო – , მიო – და ნეიროფიბრილები, კუტიკულა, კოლაგენური ფიბრი­ლები და სხვა უჯრედშორისი ნივთიერების სტრუქტურები. ამჟამად მეტაპლაზმაში უფრო ხშირად გულისხმობენ მხოლოდ უჯრედშიგა ფიბრილურ სტრუქტურებს (ტონო – , მიო –

Read More