Tag Archives: მდგომარეობების

ჰიპოპროტეინემია

ჰიპოპროტეინემია – სისხლში ცილის შემცველობის დაქვეითება (60 გ/ლ ქვევით). აღინიშნება ორგანიზმიდან მისი ჭარბად გამოყოფის (ნეფროზული სინდრომი გლომერულონეფრიტის დროს, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), მისი არასაკმარისი სინთეზის დროს (ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), ასევე შიმშილობისა და სხვ. მდგომარეობების დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჰიპოგამაგლობულინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოგამაგლობულინემია – სისხლში იმუნოგლობულინების შემცველობის დაქვეითება. აღინიშნება იმუნოდეფიციტური მდგომარეობების (მაგ. აივ – ინფექცია), სისტემური წითელი მგლურას დროს. განაპირობებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითებას ინფექციებისა და სიმსივნური წარმონაქმნებისადმი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქეილოფაგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქეილოფაგია – ტუჩების აკვიატებული კვნეტა; არის აკვიატებული მდგომარეობების სახე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსიქიკური ტრავმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური ტრავმა – (ფსიქოლოგია) ზიანი, რომელიც მიადგა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად, ან სხვა ადამიანთა მწვავე ემოციური, სტრესული ზემოქმედებით მის ფსიქიკაზე (იხ. ფსიქოგენია). ინტენსივობის მიხედვით ფსიქოტრავმირებად ზემოქმედებას ყოფენ: მასირებული (კატასტროფული), უეცარი და მწვავე, რომლებიც იწვევენ ადამიანის ადაპტაციური შესაძლებლობების მკვეთრ დათრგუნვას (იხ. სტრესი; დისტრესი;

Read More

ფსიქასთენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქასთენია – ფსიქოპათიის ან აკვიატებული მდგომარეობების ნევროზის კლინიკური სახე. ფსიქოასთენიური ფსიქოპათიის დროს პირველ პლანზე გამოდის ხასიათის ისეთი ნიშნები, როგორიცაა ზომაგადასული ეჭვიანობა, შთაბეჭდილებიანობა, სიმორცხვე,  შიშის გრძნობა, გადაუწყვეტაობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, პედანტურობა, მტანჯველი თვითანალიზი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა