Tag Archives: მეზ

შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები – (incisio myelini  –  მიელინის ნაჭდევი)   შვანის  უჯრედების ციტოპლაზმაში ძაბრისებრი შუაშრეები, რომლებიც ნერვული ბოჭკოს სიგრძისადმი მახვილი კუთხით მიემართებიან და მიელინის გარსს ფრაგმენტებად ყოფენ. ისინი წარმოიქმნებიან მეზაქსონის რამდენადმე განშრევების შედეგად ნერვული მორჩის გარშემო შვანის  უჯრედების ბრუნვის დროს. ასე ეწოდათ მათ აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით.

Read More

მეზაქსონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზაქსონი – (mesaxon ბერძნ.mesos – შუა და axon – ღერძი) შვანის უჯრედის ღარის საპირისპირო კიდეების ციტოპლაზმური მემბრანის შეხების დროს წარმოქმნილი ორმაგი მემბრანა – დუბლიკატურა, რო­მელშიც აქსონი ჩადის. შვანის უჯრედის შემდგომი ბრუნვა აქსონის გარშემო იწვევს ამ წყვილი მემბრანული სტრუქტურის დაგრძელებას კონცენტრული შრეებრიობის წარმოქმნით, რომელიც ნერვული ბოჭ­კოს მიელინური გარსია.

Read More

მეზაორტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზაორტიტი – (mesaortitis; მეზ – + აორტა +  – იტი) აორტის შუა გარსის ანთება აორტის გაფართოებით ანევრიზმის განვითარებამდეც კი, ხშირად გულის მანკის ჩამოყალიბებით. აღინიშნება მესამეული სიფილისის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა