Tag Archives: განშრევების

შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შმიდტ – ლანტერმანის ნაჭდევები – (incisio myelini  –  მიელინის ნაჭდევი)   შვანის  უჯრედების ციტოპლაზმაში ძაბრისებრი შუაშრეები, რომლებიც ნერვული ბოჭკოს სიგრძისადმი მახვილი კუთხით მიემართებიან და მიელინის გარსს ფრაგმენტებად ყოფენ. ისინი წარმოიქმნებიან მეზაქსონის რამდენადმე განშრევების შედეგად ნერვული მორჩის გარშემო შვანის  უჯრედების ბრუნვის დროს. ასე ეწოდათ მათ აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით.

Read More

ყვითრის ბუშტუკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ბუშტუკი – (vesicula vitellina) პირველადი ყვითრის პარკი (saccus vitellinus primitivus). ჩანასახის ყვითრის პარკის ენდოდერ­მული ნერგი, რომელიც ვითარდება ადამიანის გასტრულაციის პირველ ფაზაში განშრევების შემდეგ ენდოდერმის გამოცალკევებისა და შემ­დგომში ბუშტუკის წარმოქმნით. მოგვიანებით გარდაიქმნება ყვითრის პარკად. ადამიანის ყვითრის პარკი ყვითრს არ შეიცავს და სითხით არის ამოვსებული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ.

Read More