Tag Archives: მეიოზი

ფოლიკულშიგა ინჰიბიტორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულშიგა ინჰიბიტორი – დაბალი მოლეკულური წონის პოლიპეპტიდია, რომელიც თრგუნავს ტრანსკრიპციის პროცესს და ამიტომ მეიოზი არ შედგება. გონადოტროპული შენაერთები (გონადო­ტროპინები) ამ ეფექტს არ იძლევა, ხოლო სტეროიდები არეგულირებს ოოციტის ციტოპლაზმის მომწიფებას (რ.მ.მური, ჯ.მ.უარნესი, 1979). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

სპერმატოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოგენეზი – (spermatogenesis ბერძნ.sperma  –  თესლი და genesis  –  განვითარება) სპერმატოგონიებიდან მამრობითი სასქესო  უჯრედების განვითარების პროცესი. მიმდინარეობს სათესლეს კლაკნილ­ მილაკების მთელ სიგრძეზე ტალღისებურად. სპერამტოგენეზის მიმდი­ნარეობაში არჩევენ ოთხ პერიოდს: 1. გამრავლების; 2. ზრდის; 3. მომწიფებისა და 4. ჩამოყალიბების. ამ პერიოდების შესაბამის უჯრე­დულ ფორმებს ეწოდება: 1. შპერმატოგონიები; 2. პირველი

Read More

რედუქციული გაყოფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედუქციული გაყოფა – (fissio reductionalis ლათ.reducere  –  შემცირება)   პირველი რიგის ოოციტებისა და სპერმატოციტების მომ­წიფების პირველი გაყოფა (მეიოზური გაყოფა), რომლის შედეგად ქრომოსომების რიცხვი ორჯერ მცირდება (ქრომოსომების რედუქცია). რედუქციული გაყოფის შემდეგ წარმოქმნილი მეორე რიგის სპერმა­ტოციტებსა და ოოციტებს აქვს არა დიპლოიდური, არამედ ჰაპლოი­დური ქრომოსომების ნაკრები (იხ.მეიოზი). ტერმინი შემოიღო ვეისმანმა (1887).

Read More

მეიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეიოზი – (ბერძ. Meiosis – შემცირება) უჯრედის გაყოფის მეთოდი, რომლის შედეგად ხდება ქრომოსომთა რიცხვის შემცირება შვილეულ უჯრედებში; წარმოადგენს სასქესო უჯრედების წარმოქმნაში ძირითად რგოლს. მეიოზის მსვლელობისას ერთი დიპლოიდური უჯრედი (რომელიც შეიცავს ქრომოსომთა 2 კომპლექტს) ორი ერთმანეთის მომდევნო დაყოფის შემდეგ იძლევა 4 ჰაპლოიდური უჯრედის საწყისს. მამაკაცისა და ქალის სასქესო

Read More