Tag Archives: სტეროიდ

ფოლიკულშიგა ინჰიბიტორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფოლიკულშიგა ინჰიბიტორი – დაბალი მოლეკულური წონის პოლიპეპტიდია, რომელიც თრგუნავს ტრანსკრიპციის პროცესს და ამიტომ მეიოზი არ შედგება. გონადოტროპული შენაერთები (გონადო­ტროპინები) ამ ეფექტს არ იძლევა, ხოლო სტეროიდები არეგულირებს ოოციტის ციტოპლაზმის მომწიფებას (რ.მ.მური, ჯ.მ.უარნესი, 1979). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

სტეროიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტეროიდები – ბუნებრივი, ფიზიოლოგიურად აქტიური ნაერთების კლასი, რომლებიც შეიცავენ ჰიდრირებული ციკლოპენტანოფენეტრენის ნახშირბადოვან ჩონჩხს. სტეროიდებს მიეკუთვნება სასქესო ჰორმონები, კორტიკოსტეროიდები, სტერინები, ნაღვლის მჟავები, გულის გლიკოზიდები, D ჯგუფის ვიტამინები, სტეროიდული საპონინები და სტეროიდული ალკალოიდები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა