Tag Archives: მემბრანის

პერინუკლეური სივრცე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერინუკლეური სივრცე – (spatium perinucleare ბერძნ. peri – ახლოს და ლათ.nucleus – ბირთვი) სივრცე ბირთვის მემბრანის გარე და შიგა ფურცლებს შორის. მისი ზომა ფართო ფარგლებში მერყეობს. საშუალოდ ის 100 – 200 Ao – ს უდრის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 1000 Ao – საც მიაღწიოს. მრავალი მკვლევარის მონაცემების თანახმად,

Read More

ნაპრალისებრი შეერთება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაპრალისებრი შეერთება – (macula communicans nexus ლათ. nexus – შეერთება) მოკონტაქტე უჯრედთა პლაზმოლემის (მემბრანის) უბნები, რომლებიც ქმნიან არხებს. აქვთ უჯრედში და უჯრედიდან იონებსა და დაბალმოლეკულურ შენაერთებში შეღწევადობის უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More