Tag Archives: მემბრანის

მეზაქსონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზაქსონი – (mesaxon ბერძნ.mesos – შუა და axon – ღერძი) შვანის უჯრედის ღარის საპირისპირო კიდეების ციტოპლაზმური მემბრანის შეხების დროს წარმოქმნილი ორმაგი მემბრანა – დუბლიკატურა, რო­მელშიც აქსონი ჩადის. შვანის უჯრედის შემდგომი ბრუნვა აქსონის გარშემო იწვევს ამ წყვილი მემბრანული სტრუქტურის დაგრძელებას კონცენტრული შრეებრიობის წარმოქმნით, რომელიც ნერვული ბოჭ­კოს მიელინური გარსია.

Read More

კლაუდიუსის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კლაუდიუსის უჯრედები – (cellulae sustentantes externae  –  გარეთა საყრდენი უჯრედები)   კორტის ორგანოს ბაზალური მემბრანის მფარავი გლიური ეპითელიუმის კუბური ან ბრტყელი უჯრედები. ისინი მდებარეობენ ჰენზენის უჯრედების გარეთ. ასე ეწოდებათ პირველად მათი აღმწერი ავტორის გვარის მიხედვით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება!

Read More