Tag Archives: მემკვიდრეობით

მემკვიდრეობითობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრეობითობა – ობიექტურად აუცილებელი კავშირი ახალსა და ძველს შორის განვითარების პროცესში, უარყოფის უარყოფის კანონის ერთ – ერთი ყველაზე არსებითი ნიშანთაგანი. მეტაფიზიკისაგან განსხვავებით უკვე მატერიის მოძრაობის ფორმათა გენეზისი გვიჩვენებს, რომ მოძრაობის ყოველი მაღალი ფორმა, რომელიც მემკვიდრეობითაა დაკავშირებული დაბალ ფორმებთან, მათ კი არ აუქმებს, არამედ შეიცავს და იქვემდებარებს. დიალექტიკურად

Read More

მემკვიდრეობითი დაავადებები

მემკვიდრეობითი დაავადებები – 1. ქრომოსომული ან გენური მუტაციებით განპირობებული დაავადებები. რის შესაბამისადაც გამოყოფენ ქრომოსომულ და საკუთრივ მემკვიდრულ (გენურ) დაავადებებს. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება ჰემოფილია, დალტონიზმი, განვითარების მრავალი მანკები და სხვ. 2. დაავადებები, რომლებიც განპირობებულია ქრომოსომული ან გენური მუტაციებით. განასხვავებენ მონოგენურ, მულტიფაქტორიალურ, ქრომოსომულ მემკვიდრულ დაავადებებს, განვითარების თანდაყოლილი მანკები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .