განმარტებითი ლექსიკონი ადრენოლეიკოდისტროფია – მემკვიდრული დაავადება,რომელიც იწვევს სხვადასხვა ნევროლოგიურ დარღვევებს ბავშვებში და მოზრდილებში.ვლინდება ფეხების პროგრესირებადი სპასტიური დამბლის და მათი მგრძნობელობის დაკარგვის,თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირების უკმარისობის და სასქესო ჯირკვლების ნორმასთან შედარებით მცირე ზომების სახით.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩედიაკ – ჰიგასის სინდრომი – (А. М. Chediak, კუბელი ექიმი; О. Higashi, იაპონელი ექიმი) მემკვიდრული დაავადება, რომელიც ხასიათდება ლეიკოციტებში ჩანართების არსებობით მსხვილი გრანულების სახით, მათი ფაგოციტარული ფუნქციის დარღვევით, ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტობით ჩორქოანი ინფექციებისადმი, სრული ან ნაწილობრივი ალბინიზმით, ფოტოფობიით, ჰიპერჰიდროზით, ჰეპატოსპლენომეგალიით; გადაეცემა აუტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები:
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნ – ტოსტის მემკვიდრული კერატოდერმია – (P. G. Unna; Thost) მემკვიდრული დერმატოზი, რომელიც ხასიათდება ხელისა და ფეხისგულებზე მასიური რქოვანი შრეების წარმოქმნით, რაც შერწყმულია ლოკალურ ჰიპერჰიდროზთან, ჰიპერონიქიასთან, ზოგჯერ მტავლობით ლიპომებთან, რქოვანას დისტროფიითა და ოლიგოფრენიით; გადაეცემა აუტოსომურ – დომინანტური და აუტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა