Tag Archives: მეტაბოლიზმის

უჯრედების ატროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედების ატროფია – (atrophia cellularum ბერძნ. a – უარყოფა და trophe – კვება)  უჯრედების მოცულობის შემცირება მათზე დამზიანებელი ფაქტორების მოქმედების შედეგად. უჯრედების დისტროფიისაგან განსხვავებით, ატროფირებადი უჯრედების ზომების შემცირებას თან არ სდევს უჯრედოვანი მეტაბოლიზმის ღრმა დარ­ღვევები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

სიმსუქნე

სიმსუქნე – ორგანიზმში ცხიმის ჭარბი დაგროვება. შეიძლება აღენიშნებოდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმის, ჭარბი კვების დროს. ძირითადი როლი ენიჭება მეტაბოლიზმის მოშლას ნეიროენდოკრინული დარღვევების გამო. არ გამოირიცხება ცნს – ის, განსაკუთრებით კი ჰიპოთალამური მიდამოს როლი. ამ პათოლოგიის განვითარებაში შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სომატოტროპული ჰორმონის უკმარისობას, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების მობილიზაციას ცხიმოვანი დეპოებიდან. სიმპტომები. ზომიერი სიმსუქნე

Read More